ანა ნაცვლიშვილი - ამნისტიის კანონთან დაკავშირებით არსებობს ნულოვანი შანსი, რომ პოზიციები შეჯერდეს

ამნისტიის კანონთან დაკავშირებით არსებობს ნულოვანი შანსი, რომ პოზიციები შეჯერდეს, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება არ ითვალისწინებს დაუსჯელობის დაკანონებას და ამისთვის მწვანე შუქის ანთებას.

„შეთანხმებაში წერია, რომ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება უნდა დასრულდეს და არა დაუსჯელობისთვის იყოს მწვანე შუქი ანთებული. ეს კანონპროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, არის სრულად შეუსაბამო საქართველოს მიერ ნაკისრ შიდა და საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების, სამართლის კუთხით,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვები იწყება. ამნისტიის შესახებ 2 დამოუკიდებელ დოკუმენტს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო