გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეულის ფარგლებში ხარაგაულისა და ზესტაფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები ჩატარდა

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეულის ფარგლებში ხარაგაულისა და ზესტაფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები ჩატარდა.

შეხვედრა გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა. საუბარი პროექტს: “ქუჩები სიცოცხლისთვის“ შეეხებოდა, რომელიც საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარის შემცირებას გულისხმობს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეგიონალური წარმომადგენლები და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, მოსწავლეებს, E60 ავტომაგისტრალის ხევის-უბისას და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთების მშენებლობის პროექტის გაცნობასთან ერთად, ინფორმაცია მიეწოდათ საგზაო უსაფრთხოებისა და გენდერული თანასწორობის თემებზე.

შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა სტუმრებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს ყველა კითხვაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსგავსი სახის შეხვედრებს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შემდგომშიც გააგრძელებს, რათა მოსწავლეებში, საგზაო პროექტების, მოძრაობის უსაფრთხოებისა და გენდერულ ჭრილში საავტომობილო გზების დეპრატმენტის საქმიანობის შესახებ ცნობიერება ამაღლდეს და მათი მხრიდან ამ საკითხებზე მეტი დაინტერესება და ჩართულობა იყოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო