რამაზ საყვარელიძე - პოზიცია, „თუ ხელისუფლება არ გადადგება და არ შეასრულებს იმას, რასაც ვამბობთ, დავანგრევთ მთელ ქვეყანას“, აჩენს ეჭვს, რომ ეს პოლიტიკური მოტივია

თუ არ გადადგება ხელისუფლება, თუ არ შემისრულებთ იმას რასაც ვამბობ, დავანგრევთ მთელ ქვეყანას და ა.შ. ეჭვს აჩენს, რომ ეს პოლიტიკური მოტივია, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტს.

პოლიტოლოგის შეფასებით, ადამიანი, რომელიც ქვეყანაზე ზრუნავს და თან ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს, პარადოქსულად გამოიყურება.

„აქციის ავტორების აზრით, ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს კარგი მდგომარეობა ან ჰქონდეს უკეთესი მდგომარეობა. ქვეყანაზე ზრუნავდეს ადამიანი და ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებდეს და დესტაბილიზაციით ემუქრებოდეს, ცოტა პარადოქსულად გამოიყურება. თუ არ გადადგება ხელისუფლება, თუ არ შემისრულებთ იმას, რასაც ვამბობ, დავანგრევთ მთელ ქვეყანას და ა.შ. ეჭვს აჩენს, რომ ეს პოლიტიკური მოტივია. პიკეტირების მოხდენა, დესტაბილიზაცია, ეს სახელმწიფოს ანგრევს, მითუმეტეს ისეთ ეკონომიკურ პირობებში, რაც პანდემიამ შექმნა“ , - აღნიშნა საყვარელიძემ.

საყვარელიძის თქმით, დესტაბილიზაცია რუსეთის წისქვილზე ასხმას წყალს.

ასევე, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ თუ მათი მხრიდან მსგავსი ტიპის მოთხოვნები და რადიკალიზმი იქნება, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნებათ.

„მთელი ევროპული ელიტა საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ დესტაბილიზაციას იწვევს პოლიტიკური ძალების ქუჩაში ყოფნა და ეს ქუჩაში აქციების პროცესი პარლამენტში უნდა გადასულიყო. ამისთვის შეიქმნა მიშელის დოკუმენტი და ა.შ. დესტაბილიზაცია რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ოპოზიციის ფლანგის დესტაბილიზაცია, რომელიც მიტინგების მოწყობით იმუქრებოდა, თუკი რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს, მათი დესტაბილიზაციაც რუსეთის წისქვილზე ასხმას წყალს. თუ საზოგადოება დაინახავს, რომ ეს ქვეყანას ანგრევს, ისინი საზოგადოების მხარდაჭერას ვერ ნახავენ, ისევე როგორც ოპოზიციამ ვერ ნახა, რომელიც იძახდა დესტაბილიზაციას მოვაწყობთო,“ - განაცხადა საყვარელიძემ.

ამასთან, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ქუჩიდან გაკეთებული პოლიტიკა არავითარ სიკეთამდე არ მიგვიყვანს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო