კახა კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები შეთანხმებას შეძლებენ და საბოლოოდ ამნისტიის შესახებ საერთო კანონპროექტზე შეჯერდებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები შეთანხმებას შეძლებენ და საბოლოოდ ამნისტიის შესახებ საერთო კანონპროექტზე შეჯერდებიან. როგორც კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ის არ არის ამ პროცესში ჩართული, თუმცა თუ საჭირო გახდება ისიც მიიღებს მონაწილეობას განხილვებში.

კუჭავას თქმით, უნდა განისაზღვროს, რა არის დარეგისტრირებულ კანონპროექტებს შორის რეალური განსხვავება და შემდეგ ამაზე მოხდეს მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევა.

„ძალიან დიდი სურვილი მექნება, რომ ერთი რეფორმა იყოს. ჩვენ უკვე ვნახეთ ძალიან კარგი პრეცედენტი, როდესაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მოხდა შეჯერება პოზიციების. მართლა დიდი სურვილი მაქვს, რომ საბოლოოდ მოხდეს შეჯერება ერთ პროექტზე, ერთ ამნისტიის კანონზე. თუ როგორ წარიმართება პროცესი ყველა ერთად ვნახავთ. ჯერჯერობით განხილვის მონაწილე მე არ ვარ, თუ საჭირო გახდება, რომ მეც ჩავერთო, რათა ეს ორი კანონპროექტი ერთ საბოლოო ვერსიად შევაჯეროდ და ვნახოთ, რა არის რეალური განსხვავება და მხოლოდ შემდეგ ამ განსხვავებაზე შევეცადოთ კომპრომისები ვიპოვოთ, მეც ჩავებმები. ჯერჯერობით მხარეები ახერხებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, არის შეხვედრები და ეს კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რაც საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, ამიტომ დაველოდოთ პროცესს,“- განაცხადა კახა კუჭავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს