მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლედ პარლამენტში ხათუნა კვიციანი შევა

მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლედ პარლამენტში ხათუნა კვიციანი შევა. მას შემდეგ, რაც ქვრივიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, პარლამენტს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შესაბამისად, ხათუნა კვოციანის კანდიდატურა წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა