ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - პარლამენტში ყოფნისას ერთი სამწუხარო ტენდენცია აღმოვაჩინე - ძალიან იქედნურად გეღიმებათ ხოლმე, როცა ქალები ვსაუბრობთ

მას შემდეგ, რაც პარლამენტში ვარ, ერთი სამწუხარო ტენდენცია აღმოვაჩინე - რატომღაც ძალიან იქედნურად გეღიმებათ ხოლმე, როცა ქალები ვსაუბრობთ, - ასე მიმართა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს და კომიტეტის წევრებს.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ის ამ ფაქტის შესახებ ეთიკის საბჭოს მიმართავს.

„აუცილებლად გადავცემ ეთიკის საბჭოს. როგორც სხდომის თავმჯდომარეს მოგმართავთ - რატომღაც ძალიან იქედნურად გეღიმებათ ხოლმე, როცა ქალები ვსაუბრობთ. ანა ბუჩუკურზე შევამჩნიე და მივხვდი, რომ მარტო ჩემზე არ გეღიმებათ. ძალიან უხერხულია“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის რეპლიკას თავად კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ „ის მწარედ ცდება“.

„მიუხედავად იმისა, რომ არაფერს თქვენს ნათქვამში არ ვეთანხმები, მგონი, ძალიან მწარედ ცდებით. ეს არ არის სწორი. არასდროს მსგავსი რამ არ გამიკეთებია. თავის სამართლებლად არ გეუბნებით, უბრალოდ, მაგალითად, ყველაზე მეტად ღიმილი შეიძლება დამთამაშებდა როცა ბატონი შალვას {შავგულიძე} კომენტარებს ვისმენდი. რა გავაკეთოთ ახლა, გავზომოთ რამდენ ხანს ვიღიმოდი, რომელ გამომსვლელზე?! ეს იყო კომიკური განცხადება. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევდი. გთხოვთ, ასეთი რაღაცებისგან თავი შევიკავოთ, ვიდრე ბრალდებას იტყვით ხოლმე შორს მიმავალს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა