ნათია თურნავა - მარიამ ქვრივიშვილი თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, კრეატიულობით და მონდომებით მართლაც მნიშვნელოვანი საყრდენი იქნება ტურიზმის მიმართულებით

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის ახალი მოადგილე, მარიამ ქვირივიშვილი ტურიზმის ახალ პოლიტიკაზე იმუშავებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ძალიან კარგი და სასიხარულო ინფორმაციაა. ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ ჩვენს გუნდს, რომელიც ტურიზმის პოლიტიკაზე მუშაობს, ამიტომაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული მარიამ ქვრივიშვილის ჩემს მოადგილედ დანიშვნის შესახებ. მარიამი თავისი გამოცდილებით, თავისი პროფესიონალიზმით, კრეატიულობით და მონდომებით მართლაც მნიშვნელოვანი საყრდენი იქნება ჩვენი ტურიზმის მიმართულებით. მარიამი იმუშავებს ტურიზმის ახალ პოლიტიკაზე იმიტომ, რომ პანდემიის შემდეგ განახლებული პოლიტიკა გვჭირდება ახალ პროექტებზე და ტურიზმის აღდგენაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ტურისტული მიმართულებით რა გუნდიც ჩვენთან მუშაობს, ამ გუნდის გაძლიერებას და მომავალში კიდევ ახალ საინტერესო სიახლეებს მოგახსენებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის,საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა