ნათია თურნავა - ყველა ვმუშაობთ, რომ სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, რომლის განმტკიცების ერთ-ერთი საფუძველი არის ძლიერი და დამოუკიდებელი ენერგეტიკული სისტემა

ყველა უნდა ვისწრაფვოდეთ, რომ მალე დავძლიოთ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები და სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, რომლის განმტკიცების ერთ-ერთი მყარი საფუძველი არის სწორედ ძლიერი, დამოუკიდებელი ენერგეტიკული სისტემა და ამ სისტემაში „ნამახვანი ჰესის“ პროექტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაბამისად, ულტიმატუმები და რადიკალიზაცია ნამდვილად არ არის სწორი გზა და ვფიქრობ, „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით სწორი კომუნიკაციის ფარგლებში ყველა პრობლემა აღმოიფხვრება,- ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პანდემიამ წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყნის თითქმის პარალიზება გამოიწვია და ახლა ყველა ერთად მუშაობს იმისთვის, რომ გაიხსნას, ამოქმედდეს და გამოცოცხლდეს ტურიზმი, ამუშავდეს ბიზნესი, ტრანსპორტი, მაღაზიები და ჩამოსულ ტურისტებს დახვდეს უსაფრთხო და მიმზიდველი გარემო.

„აქედან გამომდინარე, ცხადია, ყველა უნდა ვისწრაფვოდეთ, ამ მიმართულებით ვიაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ პლატფორმის ფარგლებში, რაც გვაქვს „ნამახვანი ჰესთან მიმართებაში და გამოცხადებული მორატორიუმის პირობებში, ნამახვანი გახდება გაცილებით უფრო სრულყოფილი პროექტი და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის