პარლამენტის ბიურომ რეგლამენტში ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ცვლილებების კანონპროექტით ისინი საშუალებას აძლევენ პარტიულ ბლოკებში გაერთიანებულ დეპუტატებს სხვა ფრაქციაშიც გაწევრიანდნენ.

„თუ დღეს ჩვენ რეგლმანეტში ამ ცვლილებებს არ მივიღებთ, შესაძლოა ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ფრაქცია საერთოდ ვერ შექმნას. ამავდროულად, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ უფრაქციო პარლამენტის წევრებმა პარლამენტში შექმნან ჯგუფი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს სხვა საპარლამენტო სამუშაო ვითარებით ისარგებლონ. ამით ჩვენ ვაძლევთ პარლამენტის ოპოზიციურ წევრებს იმის საშუალებას, რომ მათი მონაწილეობა პარლამენტის ცხოვრებაში იყოს მაქსიმალურად ხელშეწყობილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში შესული პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის და სწორედ მათთვის რიგი საკითხები ახლებულად დარეგულირდება.

რეგლამენტის პროექტით დგინდება, რომ საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრების მსურველ პარლამენტის იმ წევრს, რომელიც შესაბამის საარჩევნო სიაში შეყვანილ იქნა როგორც „უპარტიო“ ან რომელმაც დატოვა პარლამენტის არჩევნებში მის წარმდგენ საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტია, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე უფლება ექნება ნებისმიერ ფრაქციაში გაერთიანდეს და ამ მხრივ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი მოქმედი შეზღუდვა მეათე მოწვევის პარლამენტში აღარ იარსებებს.

ამასთან, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით იქმნება შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი უფლებები განახორციელოს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა