პაატა მანჯგალაძე ამნისტიაზე - ქრისტეც კი არ უშვებს, რომ თუ ადამიანი დანაშაულს არ აღიარებს, დავიწყებული და მიტევებული იყოს - “ქართული ოცნება” ამის გაკეთებას როგორ აპირებს, წარმოდგენა არ მაქვს

ქრისტეც კი არ უშვებს, რომ თუ ადამიანი დანაშაულს არ აღიარებს, დავიწყებული და მიტევებული იყოს - “ქართული ოცნება” ამის გაკეთებას როგორ აპირებს, წარმოდგენა არ მაქვს , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ 19-20 ივნისის მოვლენებზე, უმრავლესობის მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება “ამნისტიის შესახებ” წარმოდგენილი კანონპროექტის ვერსიის მიღებას აპირებს, ეს არ იქნება კონსესუსი, ურთიერთობას უფრო დაძაბავს და გაუცხოება უფრო მეტი იქნება.

"კატეგორიული წინააღმდეგი ვართ, რომ ამნისტირება მოხდეს ყველას და ყველაფრის",- აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

საკანონმდებლო პროექტის განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს