გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მობილური ახალგაზრდული მუშაკები გაჩნდებიან

„ახალგაზრდობის სააგენტო“, „გადავარჩინოთ ბავშვები“, „კონრად ადენაუერის ფონდი“ და „საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია“ ევროკავშირის პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში პროექტს, „უნარები წარმატებისთვის“ ახორციელებენ, რაც ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას „ახალგაზრდობის სააგენტო“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტში ჩართული უწყებებისა და შერჩეული მონაწილეების გაცნობისა და შემდგომი თანამშრომლობის გზების დასახვის მიზნით, დღეს შეხვედრა, გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

„პროექტის ფარგლებში, სააგენტომ საქართველოს 4 სამიზნე რეგიონის (კახეთი, შიდა ქართლი, რაჭა–ლეჩხუმი- ქვემო სვანეთი და გურია) 10 მუნიციპალიტეტიდან 30 ადამიანი, ღია კონკურსის გზით შეარჩია, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციაციის მიერ მომზადებულ „მობილური ახალგაზრდული მუშაკის ტრენინგ-პროგრამას“ გაივლიან, რის შემდეგაც სააგენტო 20 მობილურ ახალგაზრდულ მუშაკს დაასაქმებს ადგილობრივ დონეზე.

თავის მხრივ, „მობილური ახალაგზრდული მუშაკები“ (Mobile Youth Workers) რეგიონულ დონეზე ახალგაზრდებს არაფორმალური და ფორმალურს გარე განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდებთან ინდივიდუალურ და ჯგუფური სამუშაოების გზით მათთვის საჭირო კომპეტენციებს გადასცემენ და ახალგაზრდული სერვისების განვითარებას შეუწყობენ ხელს.

პროექტი ასევე მოიცავს სატრენინგო მოდულებისა და ინოვაციური ლაბორატორიების შექმნას, გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, ადგილობრივ და საერთაშრისო ექსპერტებს შორის ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და დანერგვას, არსებული ციფრული ახალგაზრდული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების განვითარებას - Youth.platform.gov.ge განახლებას, მასში სხვა ვებ-გვერდებისა და ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების ინტეგრირებას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის ყოველმხრივი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა