ბექა დავითულიანი - "ნამახვანჰესზე" სხვა 75 ჰესის ბედია დამოკიდებული და ამის ჩაშლა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას ნიშნავს

"ნამახვანჰესზე" დამოკიდებულია 75 სხვა ჰესის ბედი და ამის ჩაშლა ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ კანონი ვინმეს მხრიდან დაირღვა შესაბამისი რეაგირება მოყვება.

"მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას ერთადერთი მძლავრი ენერგეტიკული რესურსი აქვს ჰიდროენერგია, შესაბამისად, ჰესები უნდა აშენდეს. ჰესები უნდა აშენდეს ისე, რომ მოსახლეობისთვის იყოს ახსნილი თუ რა და რატომ არის უსაფრთხო - ეს პროცესი ერთხელ უკვე ჩატარებულია და იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავარწმუნოთ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების და გარემოს დაცვის გაერთიანება ჩართულია ამ პროცესში და ის პირადად შეამოწმებს ამ საკითხს. ეს ეხება გარემოს დაცვის და უსაფრთხოების ნაწილს, რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს ამ მოთხოვნებში რატომ გადადიან ჩემთვის გაუგებარია, თუმცა ამ ნაწილშიც ვამბობ, რომ "ნამახვანჰესზე" დამოკიდებულია 75 სხვა ჰესის ბედი და ამის ჩაშლა ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას", - განაცხადა დავითულიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა