ვარლამ გოლეთიანი - ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს, გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას

,,ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები კვლავ რესპუბლიკის მოედანზე გაათენებენ ღამეს .

მისივე თქმით, მსვლელობები, ქუჩის გადაკეტვა და პიკეტირება 25 მაისის, 16:00 საათიდან განახლდება და ხელისუფლებას უფრო მეტ ძალას აჩვენებენ.

„ხვალ, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს, ამიტომ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ გავჩერდეთ იქამდე ვიდრე მივაღწევთ შედეგს. მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, ჩვენ უკვე 210-ე დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს.

ხვალ, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით თუნდაც ამ მოედანზე, დავიძრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელიც გავაჟღერეთ არაერთგზის”, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

იხილეთ ვიდეო: აქციის მონაწილეები კვლავ რესპუბლიკის მოედანზე დარჩებიან და ღამეს გაათენებენ

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები