კარლ ჰარცელი - იმედი მაქვს და მწამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ დანარჩენებს პარლამენტში

ჩემი იმედი და რწმენაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ დანარჩენებს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, თუ რას ფიქრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის შეერთება ასევე დაეხმარება სხვებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას და გახდება იმ სამუშაოს ნაწილი, რაც შესასრულებელია, მათ შორის სასამართლო რეფორმის, საარჩევნო რეფორმის და სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საკითხებზე, რაზე მუშაობაც ამ პარლამენტს მოუწევს საქართველოს საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ჰარცელმა.

იხილეთ ვიდეო:დიპლომატიურ კორპუსს იმედი აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ დანარჩენებს პარლამენტში

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა