პაატა მანჯგალაძე „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტზე - ხელისუფლება ეჭვით არ უნდა საუბრობდეს, უნდა დაადასტუროს, ხომ არ იმართება პროცესი გარე ძალებით

ხელისუფლება ეჭვით არ უნდა საუბრობდეს, უნდა დაადასტუროს ხომ არ იმართება ეს პროცესი გარე ძალებით და ჩვენს ენერგოუსაფრთხოების საკითხებს ხომ არ აზიანებს ვინმე , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თავად მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეებს ძირითადად გულწრფელი მოტივები ამოძრავებს, თუმცა, შესაძლებელია, გარე ძალები, ცდილობენ ამაზე " ხელის მოთბობას".

მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ჰესის უსაფრთხოებასთან და გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეთა კითხვებს უნდა უპასუხოს.

"200 დღეზე მეტია მიმდინარეობს ეს აქციები, ითხოვდნენ კომუნიკაციას და რომ არ იყო ჯეროვანი კომუნიკაცია, ამის შემდეგ იწყებენ ამ ნაბიჯების გადადგმას. ხელისუფლება თუ ამბობს, რომ ეჭვი აქვს, რომ გარკვეული ჯგუფები დგანან ამის უკან, ხელისუფლება ეჭვით არ უნდა საუბრობდეს, უნდა დაადასტუროს ხომ არ იმართება ეს პროცესი გარე ძალებით და ჩვენს ენერგოუსაფრთხოების საკითხებს ხომ არ აზიანებს ვინმე.

თუ სახელმწიფო უწყებები ამაში ხედავენ გარე ხელს და თუ ვამბობთ, რომ ეს მიმართულია ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ, ასე ოპოზიციამ შეიძლება ისაუბროს ვარაუდებით, მაგრამ ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და გასცეს პასუხი, ეს არის თუ არა გარედან მართული. მე როგორ მგონია?- აქცია დიდწილად არის და იქ ბევრი ადამიანია, რომელიც გულწრფელად არის ამ პროცესში, მაგრამ არიან გარე ძალები, რომლებიც ცდილობენ ამაზე პოლიტიკური დივიდენდების მიღებას და ხელის მოთბობას", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო