ვარლამ გოლეთიანი - 26 მაისს აღლუმი და თავისუფლების განცდის შეგრძნება იქნება იქ, სადაც ჩვენ ვდგავართ

26 მაისს აღლუმი და თავისუფლების განცდის შეგრძნება იქნება იქ, სადაც ვდგავართ ჩვენ, პროტესტის ძირითად ადგილზე, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთელი დედაქალაქი მათთან მივა.

„ჩვენ, რადგან გვაქვს სცენა მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და კარვები გვაქვს გაშლილი, ბუნებრივია, იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედნისკენ და იქ, რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება დღეს ჩვენგან და არ გაიხსნება. ახლოს ვიქნებით ძირითად ლოკაციასთან, სადაც დავიწყეთ ეს პროცესი, გადაიკეტება იქ ყველაფერი, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. 26 მაისს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ იქამდე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, მთელი დედაქალაქი დადგება ჩვენ გვერდით და თავისი უფლების, თითოეული ინდივიდის დასაცავად ამოვუდგებით ერთმანეთს მხარდამხარ.

ამიტომ, 26 მაისს, აღლუმი და თავისუფლების განცდის შეგრძნება იქნება არა აქ, არამედ, სადაც ვდგავართ ჩვენ, პროტესტის ძირითად ადგილზე, მთელი დედაქალაქი მოვა იქ“, - განაცხადა გოლეთიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა