მიხეილ დაუშვილი - ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს კონსენსუსი, საერთო ვერსია ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით

ჩვენი ამოცანაა, რომ გვქონდეს კონსენსუსი, საერთო ვერსია ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება ამნისტია არ გავრცელდეს პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ამავე დროს ამნისტია სრულად გავრცელდეს ყოველგვარი თანხმობების გარეშე ყველა პოლიციელზე, რომლებიც მართლწესრიგს იცავდნენ.

„მე არ წავალ თვითონ პროექტის იურიდიულ ნიუანსებში. ზოგადი შეფასება მინდა, რომ მივცე. პირველ რიგში 19 აპრილს გაფორმდა შეთანხმება, რომელსაც ჩვენც შევუერთდით იმის გამო, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულებულიყო და თავიდანვე ვთქვით, რომ ეს შეთანხმება არ იყო იდეალური, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ საერთოდ საჭირო გახდა ამ შეთანხმებაში ამნისტიის ჩადება. ჩვენთვის უბრალოდ რთულია, რომელიმე პროექტს მხარი დავუჭიროთ მარტივი მიზეზის გამო, რომ შეთახმება ითვალისწინებდა კონსენუსს მხარეებს შორის - პოზიციას და ოპოზიციას შორის და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს ორი განსხვავებული პროექტი ამნისტიის შესახებ. შეიძლება არსებობდეს გამოსავალი, რასაც ჩვენ ვხედავთ - ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ ოპოზიციამ გაიაროს პოზიციის - ხელისუფლების პროექტის გარკვეული პუნქტი და ანალოგიურად, ხელისუფლებამ გაიზიაროს ოპოზიციის შემოთავაზება. რას ვგულისხმობთ: ვგულისხმობთ იმას, რომ მაგალითისთვის - შეიძლება ეს ამნისტია არ გავრცელდეს პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ერთი მხრივ - და მეორე მხრივ ამნისტია სრულად გავრცელდეს ყოველგვარი თანხმობების , განსაკუთრებით , ნოტარიალური თანხმობების გარეშე ყველა პოლიციელზე, რომლებიც იცავდნენ მართლწესრიგს. პრინციპში სულ ეს არის. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ გვქონდეს კონსენსუსი, ხელისუფლების და ოპოზიციის, ასე ვთქვათ, შეთანხმება და საერთო ვერსია ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით”, - აღნიშნავს დაუშვილი.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა
ტერაბანკმა FMO-სგან გრძელვადიანი დაფინანსება მიიღო