კარლ ჰარცელი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნის საკითხებზე საჭიროა დაპაუზება - ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საკითხების განხილვას მიესალმება.

„როგორც ყველამ ვიცით, 19 აპრილის შეთანხმებიდან სასამართლო რეფორმის საკითხი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ ორივე საარჩევნო რეფორმა და სასამართლო რეფორმა ჩატარდება ისე, რომ საბოლოოდ გავლენას მოახდენს საკითხებზე. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, გამიხარდა პარლამენტის თავმჯდომარის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ არსებობს განზრახვა, სამუშაო ჯგუფის შექმნასა და სხვადასხვა საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. ფუნდამენტური მიზეზი იმისა, თუ რატომ დავწერეთ წერილი, არის ის, რომ საბოლოოდ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა გაიზარდოს - ეს არის ძირითადი მიზანი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ელჩის თქმით, რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას, ეს ის საკითხებია, რომლებზეც საჭიროა დაპაუზება.

„გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს ორი ტიპის დანიშვნა, ერთი ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და მეორე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნას. ჩვენთვის აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს ის საკითხებია, რომლებზეც საჭიროა დაპაუზება და მოვახდინოთ რეაგირება, ვიდრე სწრაფად გავიაროთ, რადგან ეს გავლენას მოახდენს იმაზე, რაც გაკეთდება სამომავლოდ. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დანიშვნების საკითხი, აქაც ხაზგასმული იყო და საჭიროა მისი გათვალისწინება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ ამ პროცესში და დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ფართო გაგება იმისა, თუ როგორ გავიაროთ ეს პროცესი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა