ანა ნაცვლიშვილი - საგამოძიებო კომისიას ექნება უფლებამოსილება დაიბაროს გახარია და თუ საჭირო გახდა ივანიშვილიც

საგამოძიებო კომისიას ექნება უფლებამოსილება დაიბაროს გახარიაც და თუ საჭირო გახდა ივანიშვილიც - შოთაძე გვატყუებს, რომ იძიებს 20 ივნისის საქმეს, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე ეფექტური მექანიზმი მანამ, სანამ ხელისუფლება შეიცვლება არ არის.

„ამ მოცემულობაში, ამ ხელისუფლების პირობებში მე არ მაქვს ილუზია, რომ შოთაძის პროკურატურა რამეს მეტად გამოიძიებს, ვიდრე ეს ორი წელი იძიებდა. რაღაც ოფიციალური შესაძლებლობა ხომ გვჭირდება გამოძებისა მანამ, სანამ ხელისუფლება შეიცვლება, ამიტომ ახლა სხვა უფრო ეფექტური მექანიზმი არ არსებობს - საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვანია, რადგან ის არის გამჭვირვალე ფორმატი, ის არის საზოგადოების ხელში ინსტრუმენტი, რომელიც პარლამენტარების ხელით უნდა შესრულდეს. საგამოძიებო კომისიას ექნება უფლებამოსილება დაიბაროს გახარიაც და თუ საჭირო გახდა ივანიშვილიც - და საჭიროა, და უნდა დაიბაროს. მოვა-არ მოვა ეს მის ანგარიშზე იქნება, ვისაც დაიბარებს კომისია, მაგრამ გიორგი გახარიას არავინ არ უსვამს კითხვებს. შოთაძე გვატყუებს, რომ იძიებს 20 ივნისის საქმეს და ადამიანი, რომელიც მაშინ იყო მთავარი თანამდებობის პირი, გამოკითხულიც არ არის. ვის სჯერა ასეთი გამოძიების?!“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო