თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მებაჟე ოფიცრებმა კონტრაფაქციული საქონელი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა 8 459 ლარის ღირებულების კონტრაფაქციული საქონელი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურების განხორციელებისას გამოავლინეს.

მათივე განმარტებით, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ", საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონელი შეჩერებას და მფლობელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე განადგურებას დაექვემდებარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა