კახა კუჭავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას დაესწრო

დამოუკიდებლობის დღე ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციურია, რადგან ვიცით, რის ფასად დაგვიჯდა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას დეპუტატებთან ერთად დაესწრო.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულ და დემოკრატიულ სისტემას წარმოადგენდა, რომელიც, სწორედ, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს.

,,ჩვენთვის განსაკუთრებული ემოციის მატარებელია ეს დღე, რადგან ვიცით, რის ფასად დაგვიჯდა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ჩვენ ვიმყოფებით გამოფენაზე, რომელიც პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას ეძღვნება. ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და დემოკრატიული სისტემას წარმოადგენდა სახელმწიფო, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს. თუნდაც ის მაგალითი რად ღირს, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ქალებს ხმის უფლებაც კი არ ჰქონდათ და აქ უკვე დეპუტატებად იყვნენ არჩეულნი, შეიქმნა ბევრი პროგრესული დოკუმენტი“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა ჩვენი ქვეყნის საგანძურია.

,,სიმბოლურია, რომ ახლა სწორედ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვართ, რადგან იგი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის საგანძურს. მე იმ თაობას წარმოვადგენ, როდესაც ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა და მთელი სტუდენტობა გატარებული მაქვს აქ - ეს იყო განსაკუთრებული შეგრძნებები, რომელიც არ შეიძლება შევადაროთ ნებისმიერ, ტექნოლოგიურად აღჭურვილ ოთახებს. მადლობა გიორგი კეკელიძეს, რომელიც ძალიან აქტიურად უძღვება ბიბლიოთეკის საქმიანობას. ჩვენ ვისაუბრეთ და ძალიან მალე საინტერესო იდეებით, საინტერესო პროექტებით, გავახარებთ მკითხველს ახლო მომავალში. ასევე, მადლობა თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დიდი დამსახურებაა ის განვითარება, ის შენაძენი, რომელიც ბიბლიოთეკას ყოველწლიურად აქვს როგორც უშუალოდ წიგნების, ისე მკითხველის სახით. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ დღეს და გისურვოთ კიდევ უფრო დიდი წარმატებებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა