არჩილ თალაკვაძე - „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი შემუშავდა ზუსტად ისე, როგორც ეს მიშელის შეთანხმებაშია მოცემული და მისი ინტერპრეტაცია უბრალოდ შეუძლებია

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი შემუშავდა ზუსტად ისე, როგორც ეს მიშელის შეთანხმებაშია მოცემული და მისი სხვადასხვა ინტერპრეტაცია უბრალოდ შეუძლებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, 20 ივნისის მოვლენების ამნისტია იყო ოპოზიციასთან ევროკავშირის მიერ შეთანხმებული პირობა და არა „ქართული ოცნების“ მოთხოვნა.

„ეს არ იყო ჩვენი რედაქციით მოცემული პუნქტი ამ შეთანხმებაში. ოპოზიციამ ამას მოაწერა ხელი, შესაბამისად, დღეს განსხვავებული ინტერპრეტაციები და თავის მართლება პასუხისმგებლობის პრობლემაზე მიუთითებს.

ოპოზიციას სურს შეთანხმების შესრულება, მაგრამ სურს „ქართული ოცნების“ ხარჯზე. ამ წლების განმავლობაში პრობლებმა არის ის, რომ ოპოზიციას სურდა და რეალურად აინტერესებდა რეფორმები, რომელიც ქვეყანაში გატარდა, საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო მოდელის შეცვლა, საარჩევნო კოდექსის, რეგლამენტის ცვლილება, მაგრამ ვერასდროს შეძლო პასუხისმგებლობის აღება, რომ ამ ცვლილებისთვის მხარი დაეჭირა. ეს არის ყველაზე მთავარი სისუსტე ოპოზიციის.

ნიკა მელიას საბოლოო საქმეს ეხება მხოლოდ ამნისტია. თუ ოპოზიცია დღეს გახლავთ იმ გადაწყვეტილების მომხრე, რომ ეს ამნისტია არ სჭირდებათ და ისინი უარს აცხადებენ ხელმოწერილ დოკუმენტზე, ამის გამბედაობაც უნდა ეყოთ გამოვიდნენ და ღიად და საჯაროდ თქვან. სიმართლე არის ის, რომ სინამდვილეში მათ ახლაც სურთ ამნისტიის მიღება, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ და სიმართლეს საკუთარ მხარდაჭერებს ვერ ეუბნებიან, რომ ეს მათი პოლარიზაციის შემცირებას სჭირდება და არა „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა