მაკა ბოჭორიშვილი - ბრიუსელმა შვებით ამოისუნთქა და მიესალმება კრიზისის დასრულებას საქართველოში

შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელმა შვებით ამოისუნთქა და მიესალმება კრიზისის დასრულებას საქართველოში და შეთანხმებას პარტიებს შორის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის წარმომადგენელების მხრიდან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები ისმის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაწევრიანების გზაზე 2024 წელს დაგეგმილი ნაბიჯების გადასადგმელად.

„საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობას ალტერნატივა არ აქვს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. მოლოდინი არის, რომ ამ დროისთვის პარლამენტს მიღმა დარჩენილები საბოლოოდ გადაწყვეტენ პარლამენტში შემოსვლას და მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო საქმიანობაში. ბრიუსელი პოლიტიკური პარტიებისგან მოელის, რომ კეთილსინდისიერად ჩაერთვებიან შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაში და ჩვენ შევძლებთ პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებას შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გატარების პროცესში.

რა თქმა უნდა, პირველი საკითხი, რაც დღის წესრიგში დგას საარჩევნო რეფორმაა და ბრიუსელში მოელიან, რომ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ექნება პოლიტიკური პარტიების მხრიდან ფართო მხარდაჭერა, რამაც უნდა უზრუნველყოს საარჩევნო პროცესისადმი სანდოობის უმაღლესი ხარისხი.

ადგილობრივი არჩევნები შემდგომი ლიტმუსის ტესტი იქნება საქართველოსთვის, სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს სთხოვა განიხილოს 2021 წელს ევროპარლამენტის დამკვირვებელთა მისიის გამოგზავნის საკითხი თვითმმართველობის არჩევნებზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ჟან მონეს დიალოგის დაწყება ასევე დგას დღის წესრიგში, რაც ასევე გახლავთ შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი. ევროპარლამენტის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში წარმოგვიდგენს ევროპარლამენტის ხედვას პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით და ამ პროცესში ჩართულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვფიქრობთ, შესაძლებელია ევროპარლამენტის ეს მექანიზმი გამოვიყენოთ შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის პროცესის წარმართვისთვის, რაშიც ყველას ჩართულობა იქნება საჭირო.

ევროკავშირის წარმომადგენელების მხრიდან მოვისმინეთ მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გაწევრიანების გზაზე 2024 წელს დაგეგმილი ნაბიჯების გადასადგმელად“, - განაცხადა ბოჭორშვილმა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მიმდინარე მოვლენები რაც დღითიდღე შემაშფოთებელი ხდება და ევროკავშირში ცვლის ხედვებს რეგიონთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.

„დღეს უკვე აღარ ჭირს საუბარი ასოცირებულ ტრიოზე და მის საჭიროებაზე ისევე, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა, რაც დამატებით შესაძლებლობების ფანჯარას აჩენს ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ცალსახად უყურებენ როგორც ლიდერ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოებში წარმართვა იმისთვის, რომ არ გავფლანგოთ მცირედი შესაძლებლობაც კი რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკომისარმა გამოთქვეს მზაობა უახლოეს მომავალში ეწვიონ საქართველოს. ევროკომისია აქტიურად განიხილავს საქართველოოს ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების პერსპექტივებს და შესაძლებლობებს. საუბარია შავი ზღვის მეტად გამოყენებაზე იმისთვის, რომ გავზარდოთ კავშირი საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

გვქონდა საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით. ასევე, გვქონდა საშუალება განგვეხილა საქართველოსთვის უდიდესი კულტურული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც 2023 წლისთვის იგეგმება - „ევროპალია“. 2023 წლის რამდენიმე თვის განმავლობაში ბრიუსელი უმასპინძლებს ქართულ კულტურას, რაც ერთ-ერთი უდიდესი კულტურული ღონისძიებაა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა