ნინო წილოსანი იაგო ხვიჩიას - ყველაზე სავალალო ქალების მიმართ თქვენი აგდებული დამოკიდებულებაა - ყველა ქალი კანდიდატი ჩახსენით სიიდან და ერთადერთ დეპუტატ ქალს მანდატზე უარი ათქმევინეთ

ბატონო იაგო, ყველაზე სავალალო ქალების მიმართ თქვენი აგდებული დამოკიდებულებაა - თქვენ ყველა ქალი კანდიდატი ჩახსენით სიიდან და პარლამენტის მანდატზე ერთადერთ დეპუტატ ქალს ათქმევინეთ უარი, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იაგო ხვიჩიას მიმართ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა გააკეთა.

პარლამენტმა “გირჩის“ საარჩევნო სიით გასული პარლამენტის წევრის სალომე მუჯირისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელა.

როგორც წილოსანმა განაცხადა, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ნათელი გახადა ის მავნე პრაქტიკა, როცა კაცი კანდიდატები წყვეტენ, როდის შეიყვანონ ქალები საარჩევნო სიაში და შემდეგ როდის ჩახსნან სიები ან ათქმევინონ დეპუტატობაზე უარი.

„გენდერული კვოტირების მიღების პროცესს ყველა საერთაშორისი პარტნიორი გულშემატკივრობდა. ეს ერთ-ერთი პროგრესული ინიციატივა იყო, რაც ჩვენ განვახორციელეთ. თქვენ კანონში არსებული ხვრელებით მოახერხეთ და ეს პროგრესი ეჭვქვეშ დააყენეთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა და პარტიებს მოუწოდა, გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ქვეყნის პროგრესისთვის ეკისრებათ. პასუხად იაგო ხვიჩიამ გენდერული კვოტირების თაობაზე კანონის რეგულაციას “იდიოტური“ უწოდა. როგორც ხვიჩიამ განაცხადა, სალომე მუჯირი მათი უახლოესი მეგობარია, ხოლო რეგულაცია იმიტომაც არის იდიოტური, რომ “გირჩმა“ მისთვის გვერდის ავლა შეძლო.

“რანაირად შეძელით, რომ „გირჩს იმ მიზნისთვის მიეღწია, რაც თქვენ კანონში არ ჩაგიდიათ?! რანაირად მოახერხეთ რომ ეს გზა დატოვეთ?!“ - განაცხადა ხვიჩიამ.

“გირჩმა“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა, ხოლო პარლამენტის მოქმედმა წევრმა სალომე მუჯირმა უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება დაწერა იმ მიზნით, რომ პარლამენტის წევრი “გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქციაშვილი გახდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო