„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში კანონპროექტს აინიცირებს, რომელიც „პენსიების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს აინიცირებს, რომელიც „პენსიების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პენსიონერს უფლება უნდა ჰქონდეს თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება.

„საქართველოში, პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას „ლიბერთი ბანკი” ფლობს, მას არ ჰყავს კონკურენტი, შესაბამისად ბაზარზე პირობებს სწორედ “ლიბერთი ბანკი” ადგენს. „ლიბერთი ბანკში” საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65 პროცენტს შეადგენს. დღესდღეობით ქვეყანაში დაახლოებით 800 000 პენსიონერია, რომელთა თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს. „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი - პენსიონერები იღებენ.

რომ არა „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, თავისუფალი კონკურენციის პირობებში საქართველოში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი არსებულზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ამ პრობლემის გამომწვევ მთავარ მიზეზს პენსიის გაცემის უფლების ერთი საბანკო დაწესებულების მიერ მონოპოლიზება წარმოადგენს. თუკი ერთ ბანკს აღარ ექნება საპენსიო მომსახურების ექსკლუზიური უფლება, კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთიც. პენსიები უნდა ირიცხებოდეს სხვა ბანკებშიც და პენსიონერს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ალტერნატივით ისარგებლოს. კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლში ცვლილებების შეტანა და მისი ახლებურად ჩამოყალიბება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, პენსიების გაცემაზე „ლიბერთი ბანკის" მონოპოლია უნდა დასრულდეს.

ინიციატივას ხელი „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრების გარდა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ტარიელ ნაკაიძემაც მოაწერა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს