ირაკლი ზარქუა ოპოზიციას - ის, რომ არასწორად იქცეოდით ისიც მეტყველებს, რომ 6 თვის მერე პარლამენტში სხედხართ და ზეციურ საქართველოს მიმართავთ

არასწორად რომ იქცეოდით ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 6 თვის მერე პარლამენტში სხედხართ და ზეციურ საქართველოს მიმართავთ, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ საპარლამენტო ოპოზიციას.

მანვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია რევოლუციურ სცენარებს ამზადებდა.

„მინდა მივმართო ოპოზიციონერ კოლეგებს და არმაზ ახვლედიანს ვუპასუხო. ის ზეციურ საქართველოში ჩვენს ღვაწლმოსილ ადამიანებს და გენერლებს მიმართავდა, რომ გაეგო კითხვაზე პასუხი სწორად იქცევა თუ არა. ნუ შეაწუხებთ მათ, მე გიპასუხებთ რიგითი ზარქუა - არ იქცეოდით სწორედ, არ მოიქეცით სწორედ, როდესაც რეგიონში, რომელსაც ამდენი გამოწვევა აქვს, სადაც ჩვენი მეზობლები გადაკიდებულები იყვნენ, ცალკე აქეთ აგრესორი რუსეთი, სადაც მთელი დასავლეთი გეუბნებოდათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე იყოს საქართველოში, თქვენ მაგ დროს რევოლუციურ სცენარებს ამზადებდით და ამიტომ არ მოეწონებოდათ თქვენი საქციელი. ის რომ არასწორად იქცეოდით ისიც მეტყველებს, რომ 6 თვის მერე პარლამენტში სხედხართ და მიმართავთ ზეციურ საქართველოს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო