დავით ზილფიმიანი - მე წინააღმდეგი ვიყავი იდენტიფიცირების თითის ანაბეჭდით იმიტომ, რომ მშრომელი ადამიანები ისეთ ადგილებში მუშაობენ, მათ უბრალოდ შეიძლება გაუცვდეთ ან წაუკითხვადი გაუხდეთ

„ევროპელი სოციალისტების“ წევრი, დეპუტატი დავით ზილფიმიანი თითის ანაბეჭდით ხმის მიცემის წინააღმდეგია და ამის მიზეზად თითის „გაცვეთას“ ასახელებს.

როგორც ზილფიმიანი ამბობს, ის სახის იდენტიფიცირებით ხმის მიცემას ემხრობა.

„მე წინააღმდეგი ვიყავი იდენტიფიცირების თითის ანაბეჭდით იმიტომ, რომ მშრომელი ადამიანები ისეთ ადგილებში მუშაობენ, მათ უბრალოდ შეიძლება გაუცვდეთ ან წაუკითხვადი გაუხდეთ [თითი}, მაგალითად, გლეხს, ასევე, ვიღაც მარტენის ღუმელთან არის და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე პირადად მომხრე ვარ სახის იდენტიფიცირებით [ხმის მიცემის], მაგრამ სანამ ეს მოხდება შესაძლებელია ერთიანი ID ბარათებით ხმის მიცემა. ესეც სავსებით მისაღებია. ეს „იმიჯ დეთექშენს“ აკეთებს, გამოსახულების დაფიქსირებას ახდენს, რომ მწვანე მისცეს [ამომრჩეველს] მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ოქტომბერში მსგავსი რამ ვერ მოხდება, რადგან ვერც ვიყიდით და არც გვექნება ოპტიკური მთვლელები, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, როცა არ უნდა ჩატარდეს ის, უნდა აღვჭურვოთ ელექტრონული სისტემით“, - განაცხადა ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო