მამუკა მდინარაძე „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტზე - ჩნდება გარკვეული ეჭვები, ნებსით თუ უნებლიედ ისინი აკეთებენ საქმეს, რომელიც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს აწყობს

ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტს პოლიტიკურ პროცესად გარდაქმნის მომასწავებელი ელფერი დაკრავდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ნებსით თუ უნებლიედ ისინი აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს.

"შენიშნავდით, რომ გუშინ მართლაც იყო ის ელფერი, რომელიც ამ პროცესის პოლიტიკური პროცესად გარდაქმნას მოასწავებდა. ამაზე წინასწარ პროგნოზებს არ გავაკეთებ, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ვიცი - საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არის ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. როდესაც ენერგოდამოუკიდებლობის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, მაინცდამაინც მკაფიო არგუმენტებიც არ ჩანს. ვინც აორგანიზებს, პირდაპირ ეთერში დებატებზე, გადაცემებში მონაწილეობაზეც კი უარს ამბობენ, ჩნდება გარკვეული ეჭვები. ამის იქით მე არ წავალ. ნებსით თუ უნებლიედ ისინი აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს მაგალითად, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. როცა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი და კონკრეტულ შემთხვევაში 800 მილიონზე მეტ ინვესტიციაზეა საუბარი და ეს პატარა ქვეყნისთვის რას ნიშნავს, რაზეა საუბარი, რა ხარისხის ინვესტიციაზეა, ენერგოდამოუკიდებლობისთვის რა კომპონენტზე და რა მნიშვნელოვან დეტალზეა საუბარი, ამ დროს როცა ეწინააღმდეგები, მინიმუმ ისეთი მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს, რომელიც გადაწონის ენერგოდამოუკიდებლობის და 800 - მილიონიანი ინვესტიციის ამ ქვეყანაში ჩადების ინტერესს. სწორედ ეს არის ის პოლიტიკური ელფერი, რომელიც მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე გაჩნდა გუშინ. არ მინდა წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, მართლა არ ვიცი. ყოველშემთხვევაში გუშინ პოლიტიკური მოთხოვნებიც გახმოვანდა ამ აქციაზე, რაც სამწუხაროა. მე ვისურვებდი, რომ ყოფილიყო მაგალითად თანხმობა კახა კუჭავას ძალიან კარგ ინიციატივაზე, როცა მან კომუნიკაცია თავად სცადა. როცა პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გთავაზობს და შენ ეუბნები, იცი რა უკანა ეზოში გამოდი და იქ პირდაპირ ეთერში ჩავერთოთ, ანუ არ გინდა, რომ ესეთი შეხვედრა შედგეს. არგუმენტების ჭიდილი შესაძლებელია იყოს ერთადერთი რეცეპტი, რითაც საზოგადოება გადაწყვეტს, ვინაა მართალი და რამდენად მნიშვნელოვანია სასწორის ერთ პინაზე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია იდოს და მეორე მხარეს ის მითები თუ რეალობა, რომელიც მათ არგუმენტების სახით აქვთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა