„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები "რესპუბლიკის მოედნიდან" ფილარმონიისკენ მიემართებიან

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ამ წუთებში "რესპუბლიკის მოედნიდან" ფილარმონიის მიმართულებით მიემართებიან, სადაც საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ. ისინი ასევე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე მყოფებს განუცხადა, "რესპუბლიკის მოედნიდან" ფილარმონიის მიმართულებით რუსთაველის გავლით წავლენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ამასთან, ამ წუთებში გზა გადაკეტილია და მოძრაობა შეზღუდულია "რესპუბლიკის მოედანზეც".

გარდა ამისა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციას 26 მაისს, 16:00 საათზე კვლავ "რესპუბლიკის მოედანზე" გამართავენ, რის შემდეგ აპირებენ, რომ ავტოკოლონებით რიონის ხეობის მიმართულებით წავიდნენ, სადაც "ნამახვანჰესისის" მშენებლობა იგეგმება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე