ნიკოლოზ სამხარაძე  გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში საბინე მახლს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში საბინე მახლს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს გაეროსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობაზე, ასევე გაეროს მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის განვითარებისკენ, გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, რომლებიც 2021-2025 წლებს მოიცავს.

ამასთან, ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს გეგმებზე 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

„შეხვედრისას ვისაუბრეთ მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების მიმართულებებზე და მათში პარლამენტის ჩართულობაზეც. ასევე, ზოგადად, დონორებთან ურთიერთობაზე და იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გარემოს დაცვას, განათლებას და ჯანდაცვას.

შევთანხმდით, რომ დონორებთან ერთად კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე მოვიწვევთ მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც მოგვახსენებენ დონორი ორგანიზაციების დახმარებით და დაფინანსებით რა კეთდება საქართველოში", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო