ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანსა და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჭეხანს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სასამართლო სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

„შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მიღებული დოკუმენტის არსის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის სანდოობისა და გამჭირვალობის მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე გამახვილდა.

ელჩმა კარლ ჰარცელმა აღნიშნულ პროცესში იურიდიული პროფესიის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ხოლო დავით ასათიანმა ყველა დაინტერესებულ მხარესა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა”, -აღნიშნულია ინფორმაციაშია, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა