ირაკლი კობახიძე - იუსტიციის საბჭოს გარეშე ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანა ვერ დარჩება, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის და მიშელის დოკუმენტის შესაბამისად ვმოქმედებთ

იუსტიციის საბჭოს გარეშე ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანა ვერ დარჩება, ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის და მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, სასამართლო რეფორმა უნდ დასრულდეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი და მოსამართლეთა კონფერენცია ერთი წელიწადის მანძილზე ვერ დაიცდის.

“რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, მიშელის დოკუმენტის თანახმად, ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე. ანუ ივნისის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ეს ვადები, რომც არ ეწეროს მიშელის დოკუმენტში, ისედაც დასჭირდება სასამართლო რეფორმის განხორციელებას. ბუნებრივია, ვერავინ დაიცდის, ვერც მოსამართლეთა კონფერენცია და ვერც საქართველოს პარლამენტი ერთ წელიწადს, იქამდე, ვიდრე იუსტიციის საბჭოს ვაკანტური პოზიციები შეივსება. იუსტიციის საბჭოს გარეშე ერთი წლის განმავლობაში, ბუნებრივია, ქვეყანა ვერ დარჩება, ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის შესაბამისად და მიშელის დოკუმენტის შესაბამისად”, - აღნიშნა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო