ვიოლა ფონ კრამონი - დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს - ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო!

ყველამ კარგად ვიცით, რომ დამოუკიდებლობის შენარჩუნება ყოველთვის მარტივი არ არის ამ სამეზობლოში. მაგრამ კარგია, რომ საქართველო დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„ჩვენ მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და თქვენთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გვაქვს, როგორც ეს წარსულში ხდებოდა,“- აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ის რამდენიმე პოსტსაც აქვეყნებს.

„26 მაისი იმის შეხსენებაა, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ“, - წერს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, ევროკავშირს და საქართველოს სხვა პარტნიორებს სურთ, ქვეყანას დაეხმარონ შიდა და გარე გამოწვევების გადალახვაში.

„თითქმის მოგვარებული საპარლამენტო კრიზისი კარგი მაგალითია. თქვენ გამოწვევა შესაძლებლობად აქციეთ, ახლა თქვენი პარლამენტი უფრო სამართლიანია და უფრო დემოკრატიული, ვიდრე ადრე,“- წერს ევროპარლამენტარი.

ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც წერს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გვერდით უდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

„დიდ გამოწვევად რჩება თქვენი ტერიტორიების 20 პროცენტის დეოკუპაცია რუსეთის ჯარისგან და ასობით ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლებში დაბრუნება. ევროკავშირი თქვენს გვერდითაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბრძოლაში“, – წერს კრამონი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს