მამუკა ხაზარაძე - თუ ამნისტიის კანონი არავის სურს, ჩვენ მითუმეტეს არ გვსურს

თუ ამნისტიის კანონი არავის სურს, ჩვენ მითუმეტეს არ გვსურს, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე საერთო კონსენსუსი იყოს მიღწეული.

„ეს იყო ინიციატივა ჩვენი მედიატორების, ჩვენი უცხოელი მედიატორების და პარტნიორების, რომელთაც სურთ, გადაიტვირთოს თემები. 20 ივნისი იყო გადატვირთვის თემა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ვიღაცის ღირსების, პატიების ხარჯზე, თუ ის ამას არ იმსახურებს.

ამიტომ, თუ ისეთი დამოკიდებულებაა, რომ „ქართულ ოცნებას" არ უნდა ამნისტია და არ სჭირდება ამნისტია მეორე მხარეს, „ლელომ" შეიძლება თქვას, რომ ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება ეს ამნისტია. ამიტომ, იცით, რომ გადავდეთ ამნისტიის განხილვა, გუშინ დავაყენეთ საკითხი იმიტომ, რომ სანამ ამ საკითხზე არ იქნება კონსენსუსი, ხელოვნური არავის არაფერი სჭირდება ამ ქვეყანაში.

იცით, რომ ჩვენ შევიტანეთ ალტერნატიული კანონპროექტი, უნდა მოხდეს ამ პოზიციების შეჯერება, რომ ამნისტია იყოს სამართლიანი და არ დარჩეს ადამიანთა ჯგუფი განაწყენებული, შეურაცხყოფილი ამ კანონის მიღებით. ამიტომ, ამნისტია შერიგებას უნდა ემსახურებოდეს", - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ამნისტიის პროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე აღარ გავიდა. ამნისტიის საკანონმდებლო ინიციატივაზე 27 მაისს სამუშაო კონსულტაციები გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: მამუკა ხაზარაძე - თუ ამნისტიის კანონი არავის სურს, ჩვენ მითუმეტეს არ გვსურს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა