პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, რომლის საფუძველზეც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის

პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, რომლის საფუძველზეც პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის.

კანონპროექტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 27 მაისის სხდომაზე განიხილავს და სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას, პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე გავა.

რეგლამენტის პროექტით დგინდება, რომ საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანების მსურველ პარლამენტის იმ წევრს, რომელიც შესაბამის საარჩევნო სიაში შეყვანილ იქნა როგორც “უპარტიო“ ან რომელმაც დატოვა პარლამენტის არჩევნებში მის წარმდგენ საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტია, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, უფლება ექნება ნებისმიერ ფრაქციაში გაერთიანდეს და ამ მხრივ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი მოქმედი შეზღუდვა მეათე მოწვევის პარლამენტში აღარ იარსებებს.

ამასთან, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით იქმნება შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნას და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი ის უფლებები განახორციელოს, რაც ფრაქციას გააჩნია. პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფები ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით შეიქმნება და ფრაქციის გაუქმებისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით გაუქმდება. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი პარლამენტის თანამდებობის პირი იქნება.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ბიუროს 24 მაისის სხდომაზე წარედგინა. პროექტის ავტორები არიან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!