პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, იმრან ხანი, პაკისტანის სახელით, სურვილს გამოთქვამს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოების შესახებ.

„თქვენო აღმატებულებავ! პაკისტანის მთავრობის, ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! პაკისტანსა და საქართველოს აკავშირებთ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პოზიტიური ურთიერთობები. ჩვენი სურვილია ყველა სფეროში ამ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაფართოება ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს - შემდგომი განვითარება და კეთილდღეობა,“- აღნიშნულია პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრემიერის მისალოც წერილში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა