ვარლამ გოლეთიანი - ჩვენ მორალურ ომს ვაწარმოებთ და ამ ომში გამარჯვებული ვართ ხელისუფლებასთან, ყველა იმ პერსონასთან, რომელიც ტალახს გვესვრის და ცდილობს ჩვენი მოძრაობა გაამარგინალოს - ამ ომს ბოლომდე გავიყვანთ

ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს და ამ ომში გამარჯვებული ვართ ხელისუფლებასთან, ყველა იმ პერსონასთან, რომელიც ტალახს გვესვრის და ცდილობს გაამარგინალოს ჩვენი მოძრაობა, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აქციაზე შეკრებილებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ „დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ყოველწამიერად მოსაპოვებელი“ და თითოეული მათგანი აგრძელებს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.

„სხვადახვა ტიპის ბრალდებებს ვისმენთ ჩვენი მისამართით და მაინც, რა იყო ჩვენი აქ მოსვლის მიზეზი? - მიზეზი იყო ის, რომ კიდევ ერთხელ გვენახა ერთმანეთი და მიგვეცა ლეგიტიმაცია ერთმანეთისთვის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეს ერთობა შედგა, დღიდან ჩვენი აქ ჩამოსვლისა, ყოველ დღე უამრავი ადამიანი მოდიოდა აქ, ვაწყობდით მსვლელობებს და ვაჩვენეთ ხელისუფლებას, რომ ძალა არის ხალხში. თუ ხელისუფლება არ იქნება გამთვალისწინებელი ხალხის ნების და სურვილის, არ იქნება აღმსრულებელი იმ დაკვეთისა, რაც საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა მიმართულებით, ის ვერ იქნება ხელისუფალი. ამიტომ ჩვენ უნდა გავაჩინოთ პასუხისმგებლობა ერთხელ და სამუდამოდ ყველა იმ თანამდებობაზე, რომელზეც არის ესა თუ ის ჩინოვნიკი. ამიტომ, როცა ვამბობთ იმას, რომ 26 მაისს ადამიანი უნდა იდგეს აქ დღეს და უნდა ვსაუბრობდეთ, ეს ბუნებრივია, არ ნიშნავს იმას, რომ ვშლით იმ ღონისძიებას, რომელიც ახლა თავისუფლების მოედანზეა. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესს ყიდის, ასხვისებს, ჩვენს საერთ ინტერესს არ უფრთხილდება, არ ვაპირებთ მივიდეთ და მას მოვუსმინოთ. აქ არის პერსონებზე საუბარი და არა კონკრეტულ დღეზე. ჩვენ არასდროს გვქონია მიზანი, რომ იქ გადაგვენაცვლა, ჩაგვეშალა გამოსვლა და ღონისძიება, სწორიც არ იქნება რა თქმა უნდა, ამგვარი მოქმედება,“- განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მათ დაპირისპირებას ვერ შეძლებს და ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.

„ნურავის ექნება მოლოდინი, სურვილი და ნუ დასწყდება გული იმაზე, რომ საზოგადოება ასე ბრმად არ გაჰყვება. ჩვენ ამ უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს ვქმნით დღეს, არ ვიღებთ ასე ბრმად იმას, რასაც ხელში გვაჩეჩებენ, ვსვამთ კითხვებს და ამ კითხვებზე არ ყოფილა 210 დღეა პასუხები. ამიტომ ხელისუფლებამ საბოლოოდ ჩამოიხსნა თავისი ხელით ნიღაბი, გუშინდელი გასაჯაროებული დოკუმენტიც ამას მოწმობს და არანაირი მორალური უფლება არ აქვთ იმის ამტკიცონ, რომ თითქოს ეს არის ქართული საქმე, რაც დღეს რიონის ხეობაში ხდება.

ბრძოლა გაგრძელდება ნამახვანში და ეს იქნება რა თქმა უნდა, არა ფიზიკური არამედ უსისხლო ბრძოლა. ჩვენ ჩაბმული ვართ ამ უსისხლო ბრძოლაში უკვე ნახევარი წელია და ასე უსისხლოდ მივიტანთ ამას ბოლომდე. ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს, როგორც ეს გუშინ აღვნიშნეთ და ამ მორალურ ომში ვართ გამარჯვებული ხელისუფლებასთან და ყველა იმ პერსონასთან მიმართებაში, რომელიც ტალახს გვესვრის და ცდილობს გაამარგინალოს ჩვენი ეს მოძრაობა. ამიტომ საკითხი დგას მკაფიოდ - ამ მორალურ ომს ჩვენ გავიყვანთ ბოლომდე სწორად, მშვიდობით, ერთობით და სულისკვეთებით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს და რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, სხვა ვექტორზე გადაგვიყვანოს, დაგვანაწევროს, გააჩინოს დაპირისპირება ჩვენს შორის, ამას ვერ შეძლებს და ამის გარანტი ვართ თითოეული ჩვენგანი, ვინც დღეს ამ მოედანზე ვდგავართ,“- განაცხადა გოლეთიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს