ვარლამ გოლეთიანი - ჩვენ დღეს მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ და აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას - ჩვენი თბილისში ჩამოსვლის მიზანი იყო დედაქალაქის მოსახლეობისთვის მიგვეწვდინა ხმა

სცოდავს ხელისუფლება, როდესაც აიძულებს ადამიანებს ააღებინოს ქვა, ააღებინოს ჯოხი და ასე გადაწყვიტონ საკითხი. თუკი აღმოჩნდა კრიტიკული სიმრავლე ამ ჯოხის ამღებების, მოერევა ხელისუფალს, თუ არადა თვალებს დათხრიან, მოკლავენ და ამას არ მოერიდებიან, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა „რესპუბლიკის მოედანზე“ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, „რიონის ხეობის მცველები“ თბილისში აქციებს წყვეტენ, თუმცა, მისივე თქმით, მორალური ომი გრძელდება.

„ჩვენ დღეს აქედან მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ და თუ საჭირო გახდება აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი იყო საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის მიგვეწვდინა ხმა. მათ შორის, გზის გადაკეტვა, რომელიც რამდენჯერმე მოვაწყვეთ, ეს იყო სიმბოლური შინაარსის. შეჩერდა მოძრაობა დედაქალაქში, მოხდა პარალიზება და ამით დავაფიქრეთ ადამიანები, რა რუტინაში ვართ ჩაბმული. დავფიქრდეთ, შევჩერდეთ და გავაცნობიეროთ რამდენად მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რა ბრძოლაშიც თითოეული ჩვენგანი ვმონაწილეობთ. ამიტომ ყველა იმ ადამიანს, ვინც შეიძლება არ იცის ამ ბრძოლის შესახებ, ვინც არ იცის რამდენად დიდია მისი როლი და მონაწილეობა ამ ბრძოლაში მოვუწოდებთ, რომ უნდა მოხდეს ჩვენი კიდევ უფრო დიდი გაერთიანება იმისთვის, რომ ყველა ის დიდი საკითხი რაც საზოგადოების დღისწესრიგში დგას, ჩვენი ერთობით გადაიჭრას და არ მოხდეს მართვა ამ პროცესების გარე თუ შიდა ძალებისგან, რომლებიც მთელი ამ დღეების განმავლობაში ცდილობენ ჩვენს გამარგინალებას და „გაშავებას“.

ვფიქრობთ, ეს შედეგი მიღწეულია, დედაქალაქმა გაიგო ჩვენი ამ სამართლიანი და არგუმენტირებული პროტესტის შესახებ, მხარდაჭერაც სახეზეა, ამიტომ ახლა მთავარია გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი. ეს ქმედითი ნაბიჯი უკავშირდება წასვლას ბრძოლის წინა ხაზზე და მორალურ ომში ჩაბმას. ჩვენ არასდროს არ უნდა აღვმართოთ ხელი ჩვენს თანამოქალაქეზე. ეს არის მთავარი პრინციპი და ამაზე დაფუძნდა ეს მოძრაობა. არასოდეს უნდა მოხდეს დაპირისპირება თანამოქალაქეებს შორის.

ჩვენი 210- დღიანი ბრძოლით ვაჩვენეთ, რომ ძალა არ არის იარაღი და არ არის ხმლის ქნევაში, ჯოხით სირბილში. ამაში სცოდავს ხელისუფლება და არ ვსაუბრობ აქ მხოლოდ დღევანდელ დღეზე, რომ აიძულებს ადამიანებს ააღებინონ ქვა, ააღებინონ ჯოხი და ასე გადაწვიტონ ეს საკითხი. თუკი აღმოჩნდა კრიტიკული სიმრავლე ამ ჯოხის ამღებების, მოერევა ხელისუფალს, თუ არადა თვალებს დათხრიან, მოკლავენ და ამას არ მოერიდებიან. ამიტომ ჩვენ უნდა ვცოდეთ რა არის ჩვენი ბრძოლის სტრატეგია. ჩვენი სტრატეგიაა მორალური ომი და ამას დავამკვიდრებთ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ“, - განაცხადა გოლეთიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო