ვარლამ გოლეთიანი - როცა ვსვამთ კითხვას რატომ, ვისმენთ პასუხს, რომ ვართ ოკუპანტი მეზობლის აგენტი და მართული ძალა - დაკარგული აქვთ ადეკვატურობის აღქმა, დროში და სივრცეში არიან გაბნეულები

როცა ვსვამთ კითხვას რატომ, ვისმენთ პასუხს, რომ ვართ ოკუპანტი მეზობლის აგენტი და მართული ძალა - დაკარგული აქვთ ადეკვატურობის აღქმა, დროში და სივრცეში არიან გაბნეულები, - ამის შესახებ „რესპუბლიკის მოედანზე“ აქციაზე „რიონის ხეობის მცეველების“ წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მან მოქალაქეებს გაერთიანებისა და ერთობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ვიცით, რომ იქ ისევ აღიმართა ჯებირი, რომელიც ჩვენ, ქართველებს საკუთარ სახლში მისვლის შესაძლებლობა გვიკეტავს და არ გვაძლევს. პირადად მეც და ჩემს უკან მდგომი ადამიანებიც ბარიკადს იქით ვცხოვრობთ. ჩვენთვის შეზღუდული და შეუძლებელია იქ შესვლა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ეს არ არის ახირებული პროტესტი, რომ რაღაც არ გაკეთდეს. ვცდილობთ, არგუმენტირებულად დავასაბუთოთ რატომ არის ეს მოქმედება არასწორი და თუ ვამბობთ რაღაცაზე არ უნდა აშენდეს, ვამბობთ იმას რატომ არ უნდა აშენდეს. ეს არ არის უბრალო „არა“ და ჩვენ ამას ვასაბუთებთ ყოველდღიური ბრძოლით, 210 დღის განმავლობაში.

ის ბარიკადი არის სწორედ სახე იმ უსამართლობის, მჩაგვრელი კოლონიალისტური დამოკიდებულების, რაშიც გვიწევს თითოეულ ჩვენგანს ცხოვრება. როცა ჩვენ ვსვამთ კითხვას რატომ, ვისმენთ პასუხს, რომ ვართ ოკუპანტი მეზობლის აგენტი და მართული ძალა. ამიტომ დაკარგული აქვთ ადეკვატურობის აღქმა, დროში და სივრცეში არიან გაბნეულები. სამწუხაროა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს, სხვისი ბრალი არაა. ჩვენც სანამ ამ დიდი ერთობით არ ვეცდებით იმას, რომ ვაკონტროლოთ ეს პროცესი, მანამ მოგვიწევს ამ უპასუხისმგებლო ხელისუფლებების ქვეშ არსებობა. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დიდი გაერთიანებისკენ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა