„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რიონის ხეობისკენ ავტოკოლონებით მიემართებიან

რესპუბლიკის მოედანზე ,,ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან რიონის ხეობამდე ავტოკოლონით მიემართებიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათი ბრძოლა დღეს ნამახვანში გაგრძელდება. მისივე თქმით, დედაქალაქს ტოვებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ დაბრუნდებიან.

,,მინდა გთხოვოთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა წამოხვიდეთ ჩვენთან ერთად რიონის ხეობაში და დადგეთ ჩვენს გვერდით. ეტაპობრივად ყველას გელოდებით რიონის ხეობაში, თქვენი მხარდაჭერა არის ფასდაუდებელი ამ შრომაში, ერთობით გავიმარჯვებთ”, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, დღეს რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები აიღეს. ისინი თბილისში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე სამი დღე იმყოფებოდნენ.

მათი მოთხოვნაა კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გამოცხადდეს მორატორიუმი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო