იუსტიციის საბჭოს ახლად არჩეული წევრი - საუბრები, რომ "კლანი" არსებობს, დემაგოგიაა - სისტემაში არსებობს სასამართლოს კორპორაცია

მოლოდინის რეჟიმშიც არ ვყოფილვარ, რომ დღეს წარდგენილი ვყოფილიყავი საბჭოს წევრის კანდიდატურად - საუბრები, რომ „კლანი“ არსებობს, ჩემი აზრით, დემაგოგიაა, მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისკენ , - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა მოსამართლე წევრმა, გოჩა აბუსერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევა ძალიან დიდ პასუხისმგებელობას წარმოადგენს. მისივე თქმით, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ სასამართლო იყოს უკეთესი, ვიდრე დღეს არის.

ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილი განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ წარდგენილი კანდიდატები ის პირები არიან, რომლებიც მოსამართლეთა გავლენიანი ლობირებით სარგებლობენ, აბუსერიძე აცხადებს, რომ აღნიშნული შეკითხვა თავისი შინაარსობრივი დატვირთვით სასამართლოს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„მე ასევე მონაწილეობას ვღებულობდი უზენაესი სასამართლოს წევრის კონკურსში და ქალბატონმა ნაზიმ არაერთხელ დამისვა ეს შეკითხვა.

მე რა თქმა უნდა მას ვუპასუხე არგუმენტირებულად, თუმცა ამგვარი შეკითხვა ჩემთვის პირადად, როგორც მოსამართლისათვის, არის შეურაცხმყოფელი იმიტომ, რომ აღნიშნული შეკითხვა თავისი შინაარსობრივი დატვირთვით, ჩემი აზრით, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. არანაირი ზეწოლა და წინასწარი შეთანხმება დღეს, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ჩემთვისაც მოლოდინის რეჟიმშიც არ ვყოფილვარ, რომ დღეს წარდგენილი ვყოფილიყავი საბჭოს წევრის კანდიდატურად. ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ წარმადგინა“,- აღნიშნავს გოჩა აბუსერიძე.

როგორც გოჩა აბუსერიძე აღნიშნავს, საუბრებით, რომ სასამართლოში “კლანი” არსებობს დემაგოგიაა და სასამართლოს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

„ამგვარი შეკითხვა, საუბრები, რომ კლანი არსებობს, ჩემი აზრით, დემაგოგიაა, მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. შეგიძლიათ ჩემი პროფესიული მოღვაწეობა, წარსული, კავშირები გამოიკვლიოთ. სასამართლო სისტემაში არსებობს სასამართლოს კორპორაცია, სასამართლოს მოსამართლეები მართავს“, - აღნიშნავს გოჩა აბუსერიძე.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრად თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე აირჩიეს. მათ კანდიდატურას მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მხარი მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ დაუჭირა.

ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: აბუსერიძე გოჩა - 274 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 283 ხმა, ბადრი შონია - 281 ხმა, თემურ გოგოხია - 278 ხმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა