„ახალგაზრდა ადვოკატები“ 27 მაისს გელათის ტაძრის ირგვლივ მიღებულ გადაწყვეტილებებზე სამართლებრივ კვლევას გამოაქვეყნებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მსოფლიო კულტურული მნიშვნელობის ძეგლის - გელათის ტაძრის რეაბილიტაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართლებრივი კვლევას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

ამასთან, საზოგადოების წინაშე ცნობილი გახდება სარეკომენდაციო წინადადებები, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, სასამართლოს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და პროცესის მონაწილე კერძო იურიდიული პირების მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას და საჭიროებას შეეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ როგორც მედიისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის პირველად აქვეყნებს ფაქტებსა და გარემოებებს, რომელიც ტაძრის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზს შეეხება. შესაბამისად, დოკუმენტი პირველი მცდელობაა დეტალურად ასახოს და წარმოადგინოს არსებული რეალობა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ გელათის ტაძრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მაღალი საჯარო ინტერესის საგანია, ხშირ შემთხვევაში კი, საზოგადოებას მიეწოდება მხოლოდ ზედაპირული ხასიათის ინფორმაცია და არ ხდება შექმნილი ვითარების გამომწვევი მიზეზების, მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ფართო დისკუსია. განხორციელებული შესწავლის ფარგლებში, ყურადღება დაეთმობა გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ შემდეგი საკითხების ანალიზსს:

რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებების მხრიდან გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოების უზრუნველსაყოფად. როგორია სახელმწიფოს გადაწყვეტილებების პოლიტიკა და მართლზომიერება;

რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფაში მონაწილე კერძო შემსრულებელი ორგანიზაციების მხრიდან. როგორია ორგანიზაციების მოქმედების სამართლებრივი ფარგლები და სტატუსი, მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი და მართლზომიერება;

რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გამოვლენილი ხარვეზების შემდგომ სასამართლოში, რამდენად შესაბამისობაშია სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები დოკუმენტებით წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და კანონის უზენაესობის პრინციპთან.

„ახალგაზრდა ადვოკატების ინფორმაციით, ორგანიზაციის კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო „City Avenue“-ში ( www.cityhotels.ge ) გაიმართება და დასწრება მხოლოდ შეზღუდული წესით მოხდება - ღონისძიებას მხოლოდ მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მედიისთვის ღონისძიება ღია იქნება. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს