ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ ხელის გადაწევის ძალით საწადელს აღწევს და მიაღწევს, ვიდრე არ დავამარცხებთ, ვიდრე ფესვებიდან, რომელიც ღრმად გაიდგა ივანიშვილმა სასამართლოში, არ ამოვგლეჯთ ოლიგარქიულ ინტერესებს

„ქართული ოცნება“ ხელის გადაწევის ძალით საწადელს აღწევს და მიაღწევს მანამ, სანამ არ დავამარცხებთ, სანამ ფესვებიდან, რომელიც ღრმად გაიდგა სასამართლოში ივანიშვილმა არ ამოვგლეჯთ ოლიგარქიულ ინტერესებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც დღეს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ ქვეყანაში მართლმსაჯულების მიმართულებით ვითარება დრამატულად გამოსწორდება.

„ჩვენ არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ რაიმე სახის შეთანხმება შედგებოდა, თუნდაც ოპოზიციის დიდ ნაწილს, რომ სურდა ყველაზე იდეალური დოკუმენტი გამომცხვარიყო - ეს ასე არ მომხდარა. ბევრს საზოგადოებაში გაუჩნდა განცდა, რომ ისეთი დოკუმენტი შედგებოდა, სადაც „ქართული ოცნება“ უკვე კაპიტულაციას გამოაცხადებდა და ხელს მოაწერდა იმ დოკუმენტს, სადაც ის უკვე ყველა კაბინეტს დატოვებდა და საზოგადოებას ეტყოდა, რომ წავედი სახლში - ეს ასე არ მოხდებოდა, ეს ასე არ მოხდა. საერთოდ არ მიკვირს, რომ ისინი არღვევენ შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტებს, დაარღვევენ, კიდევ უფრო მეტ სიჯიუტეს გამოიჩენენ და ეს იქნება განგრძობადი მანამ, სანამ ისინი არიან მართვის სადავეებთან, რომლებიც მათ აქვთ მიტაცებული. უნდა დამარცხდნენ და ამის შემდეგ მართლმსაჯულების მიმართულებითაც ვითარება დრამატულად გამოსწორდება ქვეყნის სასარგებლოდ, ეკონომიკური, სოციალური, საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრება შეიძენს სულის ახალი შთაბერვის შემდეგ ახალ დინამიკას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამისათვის მნიშვნელოვანია გამარჯვება. ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს მართვის სადავეებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის ვიქნებით მსგავსი კითხვების დასმის პირისპირ პოლიტიკოსები ოპოზიციიდან და პასუხებიც უნდა გასცეთ უხერხული, რომ აი, უმრავლესობაში ჯერ კიდევ არის „ქართული ოცნება“ და ის ხელის გადაწევის ძალით საწადელს აღწევს და მიაღწევს მანამ, სანამ არ დავამარცხებთ, სანამ ფესვებიდან, რომელიც ღრმად გაიდგა სასამართლოში ივანიშვილმა არ ამოვგლიჯავთ ოლიგარქიულ ინტერესებს. ეს ასე აღარ უნდა იყოს წლის ბოლოს. მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ხალხი დაიღალა, ხალხი არ დაღლილა და თუ ვინმე დაიღალა, დაიღალა უშედეგობით და საზოგადოების ნაწილს სურს იყოს გამარჯვებულის მხარეს. რა ვქნათ ასეთი რეალობაა ქვეყანაში, ისინი ბევრი მიზეზის გამო ერიდებიან ღია დაპირისპირებას ხელისუფელბასთან, რადგან ის ელემენტარული სოციალური გარანტია, რომელიც ამ ქვეყანაში მათ აქვთ არ დაკარგონ, ის უსაფრთხოება თუკი აქვს ოჯახს - სასწორზე არ დადონ და სწორედ ამიტომ ღია დაპირისპირებაში არ შედიან ხელისუფლებასთან. როგორც კი დაინახავენ, რომ ოპოზიცია და ბევრი საზოგადოებრივი ჯგუფი არის გაერთიანებული და სერიოზულად ვეკიდებით გამარჯვების საქმეს, დამერწმუნეთ უამრავი ადამიანი დადგება იქ, სადაც არის საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე“, - განაცხადა მელიამ.

იხილეთ ვიდეო:ნიკა მელიას განცხადებით, ახლა მისი მთავარი ამოცანა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და შემდგომი ნაბიჯების საზოგადოებისთვის გაცნობაა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა