ანდჟეი დუდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის შეხვდება.

ასევე, ანდჟეი დუდა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის, ქუთაისის არქეოლოგიურ აღმოჩენებს გაეცნობა. მოგიანებით კი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდჟეი დუდასა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ამასთან, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდება.

ანდჯეი დუდა საქართველოში 26 მაისს ეწვია. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ამასთან, ამ დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო