19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტებზე, კახა კუჭავას მონაწილეობით დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება

19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტებზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მონაწილეობით, რიგით მეორე შეხვედრა 27 მაისს გაიმართება.

პარლამენტში წარდგენილი პოლიტიკური სუბიექტები პოზიციების შეჯერებას შეეცდებიან. სწორედ დღევანდელი კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს, გავა თუ არა “ამნისტიის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე განსახილველად და როგორი იქნება 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტია.

ამნისტიის შესახებ პარლამენტში ორი კანონპროექტია წარდგენილი. ერთის ავტორი "ქართული ოცნებაა". კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი საპარლამენტო ოპოზიციამ მოამზადა.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ოპოზიციის პროექტის მიღების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან. მათ ნასამართლობაც მოეხსნებათ. ამასთან, ოპოზიციის კანონპროექტი ბრალდებული/მსჯავრდებული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებისთვის, სახელმწიფო მოხელის არასათანადო ქმედების შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირის თანხმობას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა