საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

როგორც თავად ნიკა მელიას აცხადებს, აღნიშნული პროცესები არ აინტერესებს, რადგან არ სურს, რომ მისი „ენერგიისა და ყურადღების თუნდაც იოტისოდენა ნაწილი ამაზე იყოს მიმართული“.

„ადვოკატებთან დგება ურთიერთობა. ერთი ის ვიცი, რომ თუ არ ვცდები კვირაში 2 პროცესი ჩაინიშნა. არც ვაკვირდები და არც მინდა, რომ ჩემი ენერგიის და ყურადღების თუნდაც იოტისოდენა ნაწილი მიმართული იყოს ამაზე, არ მინდა ამაზე ფიქრით დავკავდე ან მით უმეტეს ანალიზის კეთებას მივყო ხელი. მე ვიცი, რა არის გასაკეთებელი, მე ვიცი, რომ მინიმალური ამოცანაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც შემდეგ უნდა შევასრულოთ - რას ვთავაზობთ საზოგადოებას, რა გეგმით ვართ, რა სტრატეგიით ვართ, როგორ გამოგვყავს კრიზისიდან ქვეყანა“, - განაცხადა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა