ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კახა კუჭავას ხვდებიან

ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც მე- 10 მოწვევის პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ხვდებიან. შეხვედრაზე განხილვის თემა საარჩევნო რეფორმა იქნება.

პარტიები, პარლამენტის თავმჯდომარეს თავიანთ წინადადებებს წარუდგენენ, რომელიც მათი აზრით, კანონპროექტში მეორე მოსმენისას უნდა აისახოს. აღნიშნულ წინადადებებს 11 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს. ძირითადი შენიშვნები ეხება არჩევნებში ბლოკების მონაწილეობის საკითხს, დაფინანსების წესს, ასევე ისინი ითხოვენ, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის მაჟორიტარული კანდიდატებისთვის 50%-იანი ბარიერი დაწესდეს და კვალიფიციური სტატუსი დაუბრუნდეთ იმ პარტიებს, რომლებმაც ბარიერი გადალახეს.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შეეცდება ოპოზიციასთან დიალოგის წარმოებას. დღემდე არის მიდგომა, რომ რაც მმართველ პარტიას სჭირდება, ან დასავლეთი დაავალებს, იმას მიიღებენ, მაგრამ რასაც ქვეყნის შიგნით პარტიები ან სამოქალაქო საზოგადოება უკარნახებს ის ცალსახად იყო იგნორირებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კუჭავა ნამდვილად არის გამონაკლისი მმართველ პარტიაში, რომელსაც შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა და დარწმუნებული გარ, კარგად ესმის ისიც, რომ კოდექსი არ უნდა იყოს ერთ პარტიაზე მორგებული,"- განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო