კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ამჟამად 105 300 მსურველია დარეგისტრირებული

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ - გვერდზე, დღეს, 10:10 საათის მდგომარეობით, 105 300 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის არჩევის უფლება აქვთ.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 89 171-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.

„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 37 109 ადამიანმა გამოთქვა. 24 123 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს. 20 387 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 10825 -ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას მისი გაკეთების სურვილი 7040-მა ადამიანმა გამოთქვა, 3089-ს კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს