იაგო ხვიჩია - რაზე შეთანხმებულა აქამდე ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მარტივად, ამნისტიის კანონპროექტზე გვქონდეს მოლოდინი, რომ მარტივად შეთანხმდებიან - თუმცა, უნდა ვეცადოთ

დღეს ჩემი შრომა იქნება მიდრეკილი იქითკენ, რომ მხარეები დავარწმუნო, კომპრომისი სჯობს „ამნისტიის შესახებ“ სათითაო კანონპროექტების გატანას, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან, ამნისტიის თაობაზე საპარლამენტო პარტიებისა და პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეთანხმების შანსი არსებობს.

„წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება მაქვს, ვგრძნობ, შანსი არსებობს, რომ კომპრომისი იქნას მიღწეული, თუმცა, გარანტია არ არსებობს. რაზე შეთანხმებულა აქამდე ჩვენი პოლიტიკური სპექტრი მარტივად, რომ ამნისტიის კანონპროექტზე გვქონდეს მოლოდინი, რომ მარტივად შეთანხმდებიან. უბრალოდ, ამის შანსი არსებობს, მაგრამ არსებული ტრადიციები არ გვიწყობს ხელს, გარანტირებულად ვთქვათ, რომ ნამდვილად შევთანხმდებით. თუმცა, უნდა ვეცადოთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო