ანრი ოხანაშვილი ამნისტიაზე - შესაძლებელია შეჯერება - ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს

შესაძლებელია შეჯერება - ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან, ამნისტიის თაობაზე საპარლამენტო ოპოზიციისა და პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის საკუთარ პროექტში გარკვეული საკითხები დააზუსტოს და ის მეორე მოსმენისთვის დოკუმენტში აისახოს. ოხანაშვილის თქმით, პროექტი დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე აუცილებლად გავა.

„დღეს ვიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავცვალოთ პოზიციები. შესაძლებელია შეჯერება - ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს „ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს. დღეს აუცილებლად გავა პირველი მოსმენით ეს კანონპროექტი, თუმცა, იმისთვის, რომ გქვონდეს რესურსი პოზიციების დაახლოების, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში გარკვეულ საკითხებზე იქნებ შევჯერდეთ, ამისთვის ვიკრიბებით დღეს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტში ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრას ასევე ესწრებიან იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტების თავმჯდომარეები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა